Tuesday, December 11, 2012

პროექტის გეგმა: საყოფაცხოვრებო ნარჩენების შედეგად მიღებული სასუქები


1.პროექტის სახელწოდება: საყოფაცხოვრებო ნარჩენების შედეგად მიღებული სასუქები.
2.პროექტის მთავარი იდეა: გარემოს დაბინძურების თავიდან აცილება და ნარჩენების გამოყენება სასუქებად.
 3.პროექტის აქტუალობა: სასუქების ღირებულება და პრობლემების თავიდან აცილება, რაც შეიძლება გარემოს დაბინძურებას მოყვეს.
4. პროექტის მიზნები: პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. ნარჩენების დახარისხება, გადამუშავება და ჰემუსის მიღება.
5.მონაწილეთა ასაკი:.Xკლასი. 15 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა: 1 წელი
7მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: არაორგანული და ორგანული სასუქების მიღება, პრეზენტაცია, კედლის გაზეთი.
8პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სკოლის ნაკვეთი, ნაგავსაყარზე არსებული  ნარჩენები (მცენარის ფოთლები, ნახერხი, გაფუჭებული საკვები და სხვა) კომპიუტერი, სამუშაო იარაღები.
9.პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები დაიყოს 5 კაციან ჯგუფებად. პირველ ჯგუფს დაევალოს ნაგავსაყრელზე ნაგვის დახარისხება შემცველობის მიხედვით. მეორე ჯგუფს ნაგვის გადამუშავება. (დაწვა, მიწაში გაკეთებულ სპეციალურ ორმოებში ჩაყრა და ჰემუსის მიღება.) მესამე ჯგუფს პრეზენტაციის, კედლის გაზეთის გაკეთება. ცხრილების გაკეთება სამუშაოს შესრულების ვადებზე და მიღებულ შედეგებზე EXSEL-ში.
10საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირება ბიოლოგიასთან. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ქიმ.X.12.
11.პროექტის ხელმძღვანელი(ქიმიის მასწავლებელი: ზოია ლომიძე)
12ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:.zoia lomidze16@gmail.com

No comments:

Post a Comment